Tuesday, April 5, 2016

ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორ-რეტრივერი

ძაღლის ინტელექტი
 
ძაღლების ინტელექტზე პოსტის დაწერა კარგა ხანია მინდოდა, მაგრამ გავითვალისწინე რა ჩემს ბლოგზე განთავსებული გამოკითხვის შედეგები, ჯერ ციმბირულ ჰასკის დავუთმე ჩემი ყურადღება და ახლა ამ პოსტის ჯერიც დადგა :)
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რომელი ჯიშის ძაღლები ითვლებოდა ყველაზე ჭკვიან ჯიშად და აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე ისეთი ჯიში გავიდა, ადრე რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მეც ასე თუ ისე გავთვითცნობიერდი ძაღლის ბევრ ჯიშთან დაკავშირებით. ასე, რომ თანამიმდევრულად მივყვები პოსტს და დარწმუნებული ვარ, თქვენც დაგაინტერესებთ თუ რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი, რომელი ნაკლებად ჭკვიანი და რომელი –  წვრთნას პრაქტიკულად დაუქვემდებარებელი.
puppy_grad.jpg?w=652


გთავაზობთ 12 ყველაზე ლამაზ ძაღლს. 

imageგერმანული დოგი-გიგანტური ზომის ძაღლია, კომპანიონი, ძაღლი-დარაჯი და ძაღლი მცველი.ამ ძაღლს ადრე სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, 1878 წლიდან სელექციის შედეგად საბოლოოდ დაერქვა "გერმანული დოგი".imageაკიტა-ინუ-უძველესი იაპონური ჯიშის ძაღლი, ძირითადად მონადირე ძაღლად ითვლება, იაპონელებს და ჩინელებს ტახზე, ირემზე და დათვზე სანადიროდ მიჰყავდათ.image

შოტლანდიური ნაგაზი-ძაღლის სამშობლო შოტლანდიის კუნძულებია, ამბობენ, რომ ძაღლი ისეთივე ძველია, როგორც შოტლანდიის კუნძულები.ნაგაზის ძირითადი მოვალეობა იყო ცხვრის ფარის დაცვა.საერთაშორისო აღიარებას მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მიაღწია.image
ლაბრადორ-რეტრივერი.-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი, მისი სამშობლო კანადაა, იგი გამოიყენება როგორც ძაღლი-მაშველი.image
ჩაუ-ჩაუ-
მოდარაჯე ძაღლი, კომპანიონი, მისი სამშობლო ტიბეტია.მისი არსებობის შესახებ პირველად ევროპელებმა იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს მეშვეობით გაიგეს, რომელიც ტიბეტში ცხოვრობდა.image
პეკინესი-
დეკორატიული ძაღლის ჯიში, პატარა და პუტკუნა, იგი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ არსებობდა ჩინეთში.სახელწოდება ქალაქ -"პეკინიდან" წარმოდგება.image
კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი-ნგლისური ძაღლი, სპანიელის მინი-ვარიანტი, ერთ-ერთი ყველაზე პატრონის ერთგული, ჭკვიანი და ინტელექტუალური ძაღლი, ძალიან წყნარი და კეთილი ჩვევებით.image
გერმანული ნაგაზი-ამ ძაღლის ჯიში ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიაში იქნა შემუშავებული რამდენიმე ჯიშის ძაღლის სელექციის შედეგად.იგი ყველაზე ჭკვიანი ძაღლების პირველ სამეულში შედის.ბევრი კინოლოგი მას იდეალურ ძაღლად მიიჩნევს.იგი უნივერსალური და მრავალფუნქციურია.image
ოქროს რეტრივერი-ინგლისური
მონადირე ძაღლი, გამოყვანილი მე-19 საუკუნეში, მას ბრწყინვალე მახსოვრობა და ალღო აქვს, იგი წარმატებით ნადირობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში.image
ციმბირული
ხასკი-
ძაღლის ფუნქცია შორეული მგზავრობაა, ენერგიული, ძალიან წყნარი ხასიათის და არააგრესიული, უყვარს ბავშვებთან თამაში.მისი სამშობლო ჩუქჩეთია.image
პომერანის შპიცი-პატარა, მინიატურული
ძაღლი, სახელწოდება წარმოდგება გერმანიის ერთ-ერთი პროვინციის -პომერანის მიხედვით.image
პუდელი-დეკორატიული ძაღლი, რეიტინგის მიხედვით მას მეორე ადგილი უკავია ყველაზე ჭკვიან ძაღლთა შორის.(პირველი ადგილი ბორდელ-კოლის მიაკუთვნეს.).მის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება, თუმცა სახელწოდება "პუდელი" გერმანიიდან წამოვიდა.
ლაიკა - უჭკვიანესი არსება,  (ულამაზესია)
image
    არ მეგულება იმაზე ჭკვიანი არსება როგორიც ძაღლია, უფრო სწორად ლაიკა, ზოგადად ძაღლი ადამიანის ერთგულია სწორედ ამიტომ მიყვარს. მე პირადად ლაიკა მყავს და გაოცებული ვარ მისი სიჭკვიანით

მახსოვს, როცა მე და ჩემი და-ძმა პატარები ვიყავით და ხანდანან ჩხუბი მოგვივიდოდა ვინც ჩხუბს წამოიწყებდა იმას მივარდებოდა და ცდილობდა გავეშველებინეთ, ჩვენ ძალიან მოგვწონდა მისი ეს საქციელი და გვინდოდა ხოლმე რომ კიდევ გაემეორებინა და ჩხუბის იმიტაციას ვაკეთებდით, მაგრამ ხვდებოდა რომ მართლა არ ვჩხუბობდით და ყურადღებას აღარ გვაქცევდა. გაშველებას მხოლოდ მაშინ ცდილობდა როცა ჩხუბი რეალური იყო :D
ტოპ 10 ყველაზე საშიში ძაღლი
image
ტოპ 10 ყველაზე საშიში ძაღლი
1)პიტბული:ამ ჯიშის ძაღლს ჯხუბებში იყენებენ ყველამ იცის რომ ამ ძაღლებს ადამიანის მოკვლა ან სერიოზულად დასახიჩრება შეუძლია
2)როტვეილერი:ისინი კარგი მცველები არიან მაგრამ ძალიან აგრესიულები

3)გერმანული ავჩარკა:ისინი ძალიან ინტელეგენტურები არიან უფრო ბევრს მუშაობენ პოლიციაში ან ფედერალურ ბიუროებში.

4)ჰასკი:ისინი ძალიან ჭკვიანები არიან მაგრამ ტემპერამენტულები.

5)ალიასკური მალამუტესი:ძალიან ენერგიულები და საშიშები

6)დობერმან პინჩერი:ეს ძაღლი ადამიანს თავს მაშინ ესხმის როცა მისი ოჯახი არის საფრთხეში ამ შემთხვევაში ისინი არ არიან ისეთი კეთილები როგორიც ზოგადად

7)ჩაუ-ჩაუ:ძალიან დამოუკიდებელი ძაღლები არიან.

8)პრესა კანარიო: ამ ჯიშის ძაღლები დაცვისთვის გამოიყენება მათ შეუძლიათ ადამიანი მოკლან და უშიშრებიც არიან

9)ბოქსიორი:ეს ძაღლები ზოგადად არ არიან აგრესიულები მაგრამ თუ გაბრაზდებიან ან გაცოფდებიან ძალიან აგრესიულები ხდებიან

10)დალმატინელი:ეს ძაღლები არ არიან საშიშები და ძალიან კეთილებიც არიან თუმცა გაბრაზების შემთხვევაში ძალიან აგრესიულები ხდებიან.

    Boo Boo არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლი სიმაღლის მიხედვით, რომელმაც მოხსნა გინესის რეკორდი. ამ ძაღლს ფეიბუკზე 4.8 მილიონი ფანი ჰყავს. მისი ფასი 1000-1500$მდე მერყეობს. ახალი გამოყვანილი ჯიშია და საქართველოში არც ვიცი ვინმეს თუ ჰყავს არადა რა საყვარელი ძაღლია:

imageimageimageimageimageimageimageimage





ძაღლი ბუ (Boo)- ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავი